შ.პ.ს. "ლომისი" უკვე 14 წელიწადია წარმატებით ანხორციელებს ქართული ლუდის წარმოებას. დაფუძნების პირველ - 1991 წელს - "ლომისი"-ს ქარხანაში საშუალოდ დღეში 90 ბოთლი ლუდი ისხმებოდა. წლების განმავლობაში წარმოებაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები როგორც სიმძლავრეების გაზრდის, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.






2001 წელს შ.პ.ს. "ლომისი" უახლესი ტექნიკით მსხვილმაშტაბიანი გადაიარაღების შემდეგ, ჩამოყალიბდა როგორც რესპუბლიკური მნიშვნელობის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი საწარმო.
ამჟამად შ.პ.ს. "ლომისი" აწარმოებს სასმელების ფართო სპექტრს: რამდენიმე დასახელების ლუდს, ცივ ჩაის, გამაგრილებელ და გამამხნევებელ ვიტამინიზირებულ სასმელებს.






2001 წლიდან შ.პ.ს. "ლომისში" საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის მიერ (CERMA), ხორციელდება მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების პროექტი, რის შემდეგაც დაიხვეწა სადისტრიბუციო სისტემა, დაინერგა ფინანსური მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდები. პროექტის ფარგლებში მოწვეული სპეციალისტების დახმარებით, დამყარდა უშუალო საქმიანი კავშირები გერმანელ და ჩეხ ნედლეულის მწარმოებლებთან, რამაც ასახვა ჰპოვა ტექნოლოგიის სრულყოფასა და პროდუქციის ხარისხის დახვეწაში.

 

"ლომისა" წარმოადგენდა წინაქრისტიანულ ღვთაებას ქსნისა და არაგვის ხეობაში. ლეგენდის თანახმად "ლომისა" გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. აქედან წარმოდგება მისი სახელი - ლომხარი. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. სახალხო ზეიმის - ლომისობის - სახით, თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხივე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები - ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. ქრისტიანობის ხანაში "ლომისა" წმინდა გიორგის სახელს დაუკავშირდა. ქსნის ხეობაში დღესაც ყოველწლიურად აღინიშნება და ზეიმობს ხალხი ამ დღესასწაულს.

 





Created by Pro-Service Copyright © 2004. Lomisi LTD. All Right Reserved.
contact index page