წამახალისებელი გათამაშება „ლომისისაგან“ „გაგრილდი და მოიგე“ იწყება 2004 წლის 5 ივნისს და გრძელდება 2004 წლის 5 სექტემბრამდე. გათამაშების ორგანიზატორია სარეკლამო კომპანია შ.პ.ს. „ემ-ეს-ჯი“. გათამაშებაში მონაწილეობს შ.პ.ს. „ლომისის“ ლუდისა და ლიმონათის მინის ბოთლები, რომელთა თავსახურებზე (შიდა მხარეს) გამოსახული ციფრები 1, 3, 5, 10, 20, 50, 100, 500, 1.000, 10.000, 20.000, 50.000 ამდენივე ქულას შეესაბამება. ის, ვინც თავსახურში იპოვის 50, 100, 500, 1.000, 10.000, 20.000, 50.000, ქულას, მომენტალურად იგებს:

50 ქულა - ერთ 0,5ლ ლიმონათს; 100 ქულა - ერთ 0,5ლ ლუდს
500 ქულა - ერთ 1,5ლ ლუდს; 1.000 ქულა - ლუდის კათხას;
10.000 ქულა - ერთ მობილურ ტელეფონს; 20.000 ქულა - ერთ მუსიკალურ ცენტრს;
50.000 ქულა - ერთ ტელევიზორს.
50, 100, და 500 ქულის შესაბამისი მომენტალური მოგებები გაიცემა მაღაზიებში.

 
 


 
 

ხოლო 1.000, 10.000, 20.000, და 50.000 მომენტალური მოგებები - სარეკლამო კომპანია „ემ-ეს-ჯი“-ს ოფისში, თავსახურის წარდგენიდან 5 დღეში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. #7, შ.პ.ს. „ემ-ეს-ჯი“. თუ სახურავებში აღმოაჩინეთ ციფრები - 1, 3, 5, 10, 20, მათი კომბინაციით უნდა დააგროვოთ 200 ქულა და გახდებით გრანდიოზული გათამაშების მონაწილე. 200 ქულის დასაგროვებლად, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მომენტალური მოგების 50 და 100 ქულიანი სახურავები, თუ აიღებთ შესაბამის პრიზს. მათთვის ვინც დააგროვებს 200 ქულას, გათამაშდება: 30 კედლის საათი, 30 ვოლქმენი, 30 ფოტოაპარატი, 6 ფლეისთეიშენი, 4 მაცივარი, 4 სარეცხი მანქანა, 2 კომპიუტერი, 2 ვიდეოკამერა, ერთი 2 კაციანი საგზური. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად 200 ქულის შესაბამისი სახურავები უნდა გადაცვალოთ გათამაშების კუპონში, რომელსაც მიიღებთ შ.პ.ს. „ემ-ეს-ჯი“-ს ოფისში თავსახურების წარდგენისთანავე, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს. მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. #7, სარეკლამო კომპანია „ემ-ეს-ჯი“.

გათამაშების კუპონი შედგება 2 ნაწილისაგან, რომლებზეც განთავსებულია იდენტური სერიული ნომერი და დამცავი მექანიზმი. ორივე ნაწილს ავსებს მომხმარებელი, მადსში იწერება:

სახელი, გვარი, მამის სახელი;
დაბადების თარიღი;
მისამართი და საკონტაკტო ტელეფონის ნომერი.

„ემ-ეს-ჯი“-ს ოფისში რჩება შევსებული კუპონის ერთი ნაწილი (რომელიც შემდგომში მონაწილეობს გათამაშებაში), ხოლო მეორე ნაწილი რჩება მომხმარებელთან. მოგებული პრიზი გაიცემა მხოლოდ მეორე ნაწილისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. გათამაშება ჩატარდება 2 ეტაპად კლუბ „ნეოში“ 14 საათზე მისამართი - ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. # 12ა.

I ეტაპი - 2004 წლის 4 ივლისს (რეგისტრაცია მთავრდება 30 ივნისს);
II ეტაპი - 2004 წლის 5 სექტემბერს (რეგისტრაცია მთავრდება 1 სექტემბერს).
I ეტაპში გამარჯვებულები - პრიზებს მიიღებენ 2004 წლის 25 ივლისამდე;
II ეტაპში გამარჯვებულები - 2004 წლის 26 სექტემბრამდე.

გათამაშების შედეგები გამოქვეყნდება გაზეთ „ალიაში“ გათამაშების ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 დღეში. გათამაშებაზე დასწრების უფლება ენიჭება 200 ქულის მქონე პირველ 100 რეგისტრირებულ მსურველს. რეგისტრაცია ჩატარდება სარეკლამო კომპანია „ემ-ეს-ჯი“-ს ოფისში. ვაჟა-ფშაველას გამზ. No.7, გათამაშების დაწყების დღიდან ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს. პირველ ეტაპზე 55, ხოლო მეორე ეტაპზე 54 რეგისტრირებული მოთამაშე (სულ კი 109 რეგისტრირებული) მოიგებს პრიზს. გათამაშებაზე დამსწრე მონაწილეები კი შ.პ.ს. „ლომისისაგან“ სამახსოვრო საჩუქრად მიიღებენ მაისურს ან კეპს.



არ დაიზაროთ რეგისტრაციის გავლა 1 ივლისამდე, გადაცვალეთ 200 ქულა გათამაშების კუპონზე და თუ თქვენ არ გაგიმართლებთ გათამაშების პირველ ეტაპზე, ავტომატურად გახდებით მეორე ეტაპის მონაწილე! გათამაშების პირველ ეტაპზე რეგისტრირებული გათამაშების მონაწილეები, რომლებიც ვერ მოიგებენ პრიზებს, ავტომატურად მიიღებენ მონაწილეობას გათამაშების მეორე ეტაპში. მხოლოდ დასწრების უფლების გარეშე. თუ მათ ექნებათ სურვილი დაესწრონ გათამაშების მეორე ეტაპს, კვლავ უნდა შეაგროვონ 200 ქულა და რეგისტრაცია გაიარონ პირველ 100 მონაწილეთა შორის. თბილისის გარდა გათამაშების კუპონები გაიცემა შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ნიკეას I ჩიხი No.2 (საბითუმო ბაზა); ფოთი, გიორგი ჭანტურიას ქ. No.3 (საბითუმო ბაზა); ბათუმი, დიმიტრი თავდადებულის ქ. No.48 (საბიტუმო ბაზა); ბათუმი, ალექსანდრე პუშკინის ქ. No.78 (საბითუმო ბაზა); რუსთავი, მე-14 მ/რ No.11 კორპუსი; გორი, ილია ჭავჭავაძის No.49ა. ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში გაიცემა მომენტალური მოგების შემდეგი ქულების შესაბამისი პრიზები: 50, 100, 500, (თავსახურის წარდგენისთანავე რეალიზაციის ადგილებში); 1000 ქულის შესაბამისი პრიზი კი – მომგებიანი თავსახურის წარდგენიდან 10 დღეში. რეგისტრაციის პუნქტებში (ზემოთ აღნიშნულ მისამართებზე). ყველა სხვა ქულის მფლობელი პრიზს მიიღებს თბილისში, ორგანიზატორი სარეკლამო კომპანია „ემ-ეს-ჯი“-ს ოფისში, მისამართზე – ვაჟა-ფშაველას გამზ. No.7.

შენიშვნა: პრიზის სანაცვლოდ თანხა არ გაიცემა. თავსახურზე გამოსახული ციფრი იგებს მხოლოდ ეკვივალენტური ქულის შესაბამის პრიზს. მომენტალური მოგება გაიცემა მხოლოდ იმ მონაწილეზე, რომელიც მოთხოვნისთანავე წარმოადგენს მომგებიან თავსახურს. გათამაშების ნებისმიერი თავსახური, რომელიც არის შეცვლილი, გაურკვეველი, გადაკეთებული, გაყალბებული, დუბლიკატი, გაჭრილი, გაურკვევლად დაბეჭდილი ან სხვა შეცდომით. კანონით აკრძალულ ადგილებში ან არალეგალურად გაყიდული, ჩაითვლება ბათილად. ორგანიზატორს აქვს უფლება არ მიიღოს ნებისმიერი უსაფუძვლო განცხადება, თუ ჩათვლის, რომ რაიმე მიზეზით, თუნდაც მწარმოებლის შეცდომის გამო, თავსახური არ შეიძლება ჩაითვალოს მომგებიანად. იმ შემთხვევაში, თუ სადავო გახდა პრიზის მოთხოვნის საფუძვლიანობა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზატორი. ორგანიზატორი არ არის ვალდებული გაიმართლოს თავი ან გააკეთოს ახსნა-განმარტება მოგების გარეშე დარჩენილ პირთა პრეტენზიების საპასუხოდ. ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი იმ გადასახადებზე, რომელიც შეიძლება დაეკისროს პრიზის მფლობელს. გათამაშებაში მონაწილეობის მიღებით მონაწილეები ავტომატურად ეთანხმებიან გათამაშების ოფიციალურ წესებსა და ასევე, იმ პირობას, რომ მოგების შემთხვევაში, მათი სახელი, გვარი, ფოტოსურათი შეიძლება გამოქვეყნდეს პრესაში ან გამოყენებული იყოს ნებისმიერი სახის რეკლამაში. ყველა გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სერთიფიცირებულია ნებართვის No.19-03/04

 




Created by Pro-Service Copyright © 2004. Lomisi LTD. All Right Reserved.
contact index page